ASB Trade › ქსელი და ელექტროკვება › როუტერები და Wi-Fi

Mesh Wi-Fi სისტემა TP-Link Deco E4(3-pack), AC1200

Mesh Wi-Fi სისტემა TP-Link Deco E4(3-pack), AC1200

ფასი: 269,00 ₾/ც · TP-Link

იყიდება ცალობით. მიწოდება თბილისში დღესვე, თუ შეუკვეთავთ 17:00-მდე, სხვა შემთხვევაში — მომდევნო სამუშაო დღეს; რეგიონებში 3–5 სამუშაო დღე.

აღწერა

Deco E4 (3 მოდული) — ბიუჯეტური mesh სისტემაა ორსართულიანი სახლისთვის ან დიდი ბინისთვის, სადაც ინტერნეტი 100 Mbps-ს არ სცდება და Wi-Fi ყველა ოთახში უნდა იყოს ერთი სახელით. AC1200: 5 GHz-ზე 867 Mbps, 2.4 GHz-ზე 300 Mbps. თითო მოდულს აქვს ორი 10/100 პორტი და ორი შიდა ანტენა. კომპლექტში სამი მოდულია (ერთი E4R და ორი E4S), სამი კვების ბლოკი და ერთი Ethernet კაბელი. მუშაობს როუტერის ან წვდომის წერტილის რეჟიმში, აქვს მშობლის კონტროლი, QoS, სტუმრის ქსელი ორივე დიაპაზონში, მართვა Deco აპიდან (iOS 9+, Android 4.4+). დაშიფვრა მხოლოდ WPA/WPA2, WPA3 არა. 100 Mbps პორტები სადენით სიჩქარეს 100 Mbps-მდე ზღუდავს. უფრო სწრაფი ინტერნეტისთვის — Deco X10 (Wi-Fi 6, Gigabit პორტები).

მსგავსი პროდუქცია

ასევე დაგჭირდებათ