ASB Trade › ვიდეომეთვალყურეობა და დომოფონები › სათვალთვალო ვიდეოკამერები
ვიდეოთვალთვალის კამერა TP-Link InSight S445S, ობიექტივი 2.8 მმ

ფასი: 555,00 ₾/ც · TP-Link
იყიდება ცალობით. მიწოდება თბილისში დღესვე, თუ შეუკვეთავთ 17:00-მდე, სხვა შემთხვევაში — მომდევნო სამუშაო დღეს; რეგიონებში 3–5 სამუშაო დღე.
მახასიათებლები
| ინტერფეისი | IP |
|---|---|
| გარჩევადობა | 4 მპ |
| ობიექტივი | 2.8 მმ |
| IR განათება | 6 მ |
| PoE | დიახ |
| აუდიო | დიახ |
| დაცვის ხარისხი | IP67 |
აღწერა
InSight S445S ისეთი ობიექტებისთვისაა, სადაც ღამით ფერადი სურათი სჭირდებათ, მაგრამ მუდმივი ძლიერი განათება არ უნდა: ბარი, საწყობი, ავტოსადგომი, ბაღი. მატრიცა 1/1,79", დიაფრაგმა F1.0, მგრძნობელობა 0,0005 ლუქსი, გარჩევადობა 2688×1520 (4 მგპ), ხედვა ჰორიზონტალზე 112,5°. ColorPro 2.0 რეჟიმში თეთრი სინათლე ირთვება მხოლოდ მაშინ, როცა კადრში ადამიანი ან მანქანა ჩნდება; დანარჩენ დროს სურათი ინფრაწითელია. TP-Link-ის მონაცემებით მანძილები: 59 მ აღმოჩენა, 12 მ ამოცნობა, 6 მ იდენტიფიკაცია. არის ორმხრივი აუდიო, microSD 512 გბ-მდე, 1 სასიგნალო შესასვლელი და 1 გამოსასვლელი, IP67. მნიშვნელოვანია კვება: PoE 802.3at (კლასი 4, 17,9 ვტ-მდე) ან 12 ვ DC; უბრალო 802.3af პორტი სავარაუდოდ არ გამოდგება. პორტი 10/100-ია. უფრო მარტივი ვარიანტია InSight S355 ამავე კატალოგში.
მსგავსი პროდუქცია
- ვიდეოთვალთვალის კამერა TP-Link VIGI C220I, ობიექტივი 4 მმ
- ვიდეოთვალთვალის კამერა TP-Link VIGI C240I, ობიექტივი 2.8 მმ
- ვიდეოთვალთვალის კამერა TP-Link VIGI C250, ობიექტივი 4 მმ
- ვიდეოთვალთვალის კამერა TP-Link VIGI C340I, ობიექტივი 2.8 მმ
- ვიდეოთვალთვალის კამერა TP-Link VIGI C540S, ობიექტივი 4 მმ
- ვიდეოთვალთვალის კამერა TP-Link InSight S355, ობიექტივი 4 მმ