ASB Trade › ვიდეომეთვალყურეობა და დომოფონები › ვიდეოზარები

ვიდეოზარი TP-Link Tapo D210

ვიდეოზარი TP-Link Tapo D210

ფასი: 225,00 ₾/ც · TP-Link

იყიდება ცალობით. მიწოდება თბილისში დღესვე, თუ შეუკვეთავთ 17:00-მდე, სხვა შემთხვევაში — მომდევნო სამუშაო დღეს; რეგიონებში 3–5 სამუშაო დღე.

აღწერა

Tapo D210 — აკუმულატორიანი Wi-Fi ვიდეოზარია კართან, სადაც დენის სადენი არ არის გაყვანილი: ბინის შესასვლელი, კერძო სახლის ჭიშკარი, ოფისის კარი. გარჩევადობა 2304×1296 (3 მგპ), 15 კადრი, ხედვა 160° დიაგონალზე და 135° ჰორიზონტალზე, 10-ჯერადი ციფრული ზუმი. ღამით ინფრაწითელი განათება 7,6 მ-მდე და ჩაშენებული პროჟექტორები ფერადი სურათისთვის. PIR სენსორი მოძრაობას 7,6 მ-მდე ხედავს, არის ადამიანის ამოცნობა, ორმხრივი აუდიო და ანტიქურდობის ღილაკი. კომპლექტში შედის ჩაიმი, ანუ შიდა ზარი. ჩანაწერი microSD-ზე (512 გბ-მდე) ან Tapo Care ღრუბელში (გამოწერით). Wi-Fi მხოლოდ 2.4 გჰც-ზე, დაცვა IP65, მუშაობს −20…45 °C-ზე; აკუმულატორი იტენება USB-ით. უფრო მაღალი კლასის მოდელად ამავე კატალოგში არის Tapo D235; ორივეს შეადარეთ გარჩევადობა, ხედვის კუთხე და კვების სახე.

მსგავსი პროდუქცია

ასევე დაგჭირდებათ