ASB Trade › მონტაჟი და მომსახურება › ვიდეომეთვალყურეობის მონტაჟი

ვიდეოკამერების მონტაჟი თბილისში: ფასი და კალკულატორი

ვარჩევთ, ვამონტაჟებთ და ვაწყობთ კამერებს ოფისში, მაღაზიაში, საწყობში, ობიექტზე და სახლში, რომ ჩანაწერი ტელეფონიდან ნახოთ.

ვისთვის

მაღაზიებისთვის, ოფისებისთვის, საწყობებისა და საწარმოებისთვის, რესტორნებისა და სასტუმროებისთვის, მშენებლობებისა და კერძო სახლებისთვის. ბოლოს დავასრულეთ ვიდეომეთვალყურეობა IT კომპანიის ობიექტზე.

რა ღირს მონტაჟი

ერთი კამერის მონტაჟი დაახლოებით 120 ლარი ღირს, აღჭურვილობა ცალკე ითვლება: კამერები, ჩამწერი, კაბელი, გოფრა და სამონტაჟო კოლოფები. კალკულატორი ამ გვერდზე სავარაუდო თანხას გიჩვენებთ და კომპლექტს კალათაში ამატებს. ზუსტ ფასს ობიექტის ნახვის შემდეგ გეტყვით.

რა აღჭურვილობას ვაყენებთ

კამერები და ჩამწერები Dahua, TIANDY და Ajax, საჭიროების შემთხვევაში სხვა ბრენდებიც. კამერებს ვარჩევთ განათების, მანძილისა და საჭირო დეტალების მიხედვით, ჩამწერს — კამერების რაოდენობისა და ჩანაწერის შენახვის ვადის მიხედვით. შეგვიძლია დავამატოთ დომოფონი და ვიდეოზარი.

რა შედის მომსახურებაში

პროექტი, მონტაჟი, აპლიკაციის დაყენება, თქვენი თანამშრომლების სწავლება, სამუშაოებზე გარანტია და შემდგომი მომსახურება. საჭიროების შემთხვევაში სისტემას დაცვის პულტზე ვაერთებთ. Ajax-ის აღჭურვილობაზე გარანტია 2 წელია.

როგორ მიმდინარეობს სამუშაო

მოგვწერეთ ჩატში ობიექტის ტიპი, ფართობი და მისამართი. სპეციალისტი ადგილზე გამოვა: გამოძახება 75 ლარი ღირს და ეს თანხა შემდეგ ანგარიშში ჩაგეთვლებათ. ნახვის შემდეგ ვამზადებთ პროექტსა და ხარჯთაღრიცხვას, შეთანხმების შემდეგ ვამონტაჟებთ, ვამოწმებთ სისტემას და გასწავლით მის გამოყენებას.

ვმუშაობთ თბილისსა და მის შემოგარენში, სხვა ქალაქებში — პროექტის მიხედვით.

ჩვენი სამუშაოები

Tiandy-ს ორი კამერა შენობის კუთხეშიTiandy-ს ვიდეოჩამწერი და Cudy როუტერი კედელზეკამერა ჭერის ქვეშ სამონტაჟო კოლოფზეკამერა შენობის კუთხეშიგარე კამერა შესასვლელთანგარე კამერა სახურავის ქვეშ

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს ერთი კამერის მონტაჟი?

დაახლოებით 120 ლარი აღჭურვილობის გარეშე. ზუსტ ფასს ობიექტის ნახვის შემდეგ გეტყვით.

ვნახავ ჩანაწერს ტელეფონიდან?

დიახ. აპლიკაციას ვაყენებთ და გასწავლით, როგორ ნახოთ კამერები და არქივი.

შეიძლება არსებული კამერების შეცვლა ან დამატება?

დიახ. ნახვისას ვამოწმებთ კაბელებსა და ჩამწერს და გეტყვით, რისი დატოვება შეიძლება.

რა ღირს სპეციალისტის გამოძახება?

75 ლარი. ეს თანხა შემდეგ ანგარიშში ჩაგეთვლებათ.

სად მუშაობთ?

თბილისსა და მის შემოგარენში, სხვა ქალაქებში — პროექტის მიხედვით.

თემატური პროდუქცია