ASB Trade › რჩევები › სახანძრო სიგნალიზაცია ბიზნესისთვის: მოთხოვნები, ჯარიმები და სისტემის არჩევა
სახანძრო სიგნალიზაცია ბიზნესისთვის: მოთხოვნები, ჯარიმები და სისტემის არჩევა
ვის სჭირდება სახანძრო სიგნალიზაცია საქართველოში, რა ჯარიმაა დარღვევაზე, როგორ ავირჩიოთ სადენიანი ან უსადენო სისტემა და სად შევუკვეთოთ მონტაჟი.
ვინ აგებს პასუხს და რა ჯარიმაა
სახანძრო უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტის (მთავრობის 2015 წლის №370 დადგენილება) მე-11 მუხლით სახანძრო სიგნალიზაციისა და მაუწყებლობის სისტემების გამართულ მუშაობაზე პასუხს აგებს ობიექტის ხელმძღვანელი. სისტემის გათიშვა აკრძალულია, გარდა ტექნიკური მომსახურებისა და გეგმიური რემონტისა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილით ამ მოთხოვნების დარღვევაზე ჯარიმა 1 000-დან 5 000 ლარამდეა, განმეორებით — 2 000-დან 7 000 ლარამდე. თუ ერთ მფლობელს რამდენიმე ობიექტი აქვს, ჯარიმა თითოეულ ობიექტზე ცალკე ინიშნება.
რომელ შენობებს სჭირდება სიგნალიზაცია
მოთხოვნები განსაზღვრულია „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ 907-ე ქვეთავში (მთავრობის 2016 წლის №41 დადგენილება). ის ეხება III, IV და V კლასის შენობებს. ძირითადი ზღვრები: თავშეყრის ობიექტები (რესტორნები, დარბაზები) — 300 ადამიანიდან; ოფისები და მაღაზიები — სულ 500 ადამიანიდან ან 100-ზე მეტი ადამიანი გასასვლელის დონის ზემოთ ან ქვემოთ; საწარმოები — ორი ან მეტი სართული და 500 ადამიანიდან; სასწავლებლები — 30 ადამიანზე მეტი. სასტუმროებს, სამედიცინო დაწესებულებებსა და საცხოვრებელ შენობებს ცალკე პირობები აქვთ.
ეს ზოგადი სურათია და ყველა გამონაკლისს არ მოიცავს. ადამიანების რაოდენობა საპროექტო დატვირთვაა და არა თანამშრომლების რიცხვი, ხოლო ძველ შენობებზე შესაძლოა სხვა წესები მოქმედებდეს. თქვენი ობიექტის მოთხოვნები ობიექტის ტიპითა და პროექტით განისაზღვრება.
სადენიანი თუ უსადენო სისტემა
უსადენო სისტემა სწრაფად მონტაჟდება: კაბელს არ ატარებთ, კედლებს არ არღვევთ და ობიექტი მუშაობას აგრძელებს. ამიტომ ის მოსახერხებელია მოქმედ მაღაზიაში, ოფისში, რესტორანსა თუ სასტუმროში, სადაც რემონტი უკვე დასრულებულია.
სადენიანი სისტემა ჩვეულებრივ ახალ მშენებლობასა და დიდ შენობაში ირჩევენ. მცირე ობიექტს ჰყოფნის არამისამართიანი ცენტრალა 2–8 ზონაზე (Teletek MAG, Dahua HY-C102). მისამართიანი ცენტრალა (Teletek SIMPO და iRIS, Dahua HY-1025, Sanjiang SEC) აჩვენებს ზუსტად რომელი დეტექტორი ამუშავდა, რაც დიდ შენობაში დროს ზოგავს.
Ajax: EN54 და ჩვეულებრივი FireProtect
Ajax EN54 ცალკე სახანძრო ხაზია: Fire Hub ცენტრალა, კვამლისა და სითბოს დეტექტორები სირენით, მაუწყებელი, რეტრანსლატორი Fire ReX და შესასვლელ-გამოსასვლელი მოდული. მწარმოებლის მონაცემებით, Fire Hub სერტიფიცირებულია EN 54 სტანდარტებით. ჩვეულებრივი FireProtect მუშაობს Ajax-ის ჰაბთან და ერთ აპლიკაციაში აერთიანებს დაცვასა და სახანძრო დეტექტორებს.
ჩვენს პრაქტიკაში სახანძრო ინსპექცია გაიარა Ajax-ზე აწყობილმა სისტემებმა, როგორც EN54 ხაზმა, ისე ჩვეულებრივმა FireProtect დეტექტორებმა, მათ შორის მაღალი მოთხოვნების ობიექტებზე: იარაღის საწყობსა და სასროლეთში. საბოლოო გადაწყვეტილება კონკრეტულ ობიექტზე ინსპექციას ეკუთვნის.
რისგან შედგება სისტემა
ნებისმიერ სისტემას სჭირდება ცენტრალა ან ჰაბი, კვამლის ან სითბოს დეტექტორები, ხელის მაუწყებლები გასასვლელებთან, სირენები და რეზერვული კვება. სამზარეულოსა და მტვრიან სათავსში კვამლის ნაცვლად ხშირად სითბოს დეტექტორს აყენებენ, რომ ცრუ განგაში არ იყოს.
სადენიან სისტემას დამატებით სჭირდება სახანძრო კაბელი, ხოლო მისამართიანს — მოდულები და პროგრამატორი. უსადენო სისტემაში დიდ ობიექტზე რადიოდაფარვას რეტრანსლატორი ზრდის.
მონტაჟი
მონტაჟს ვაკეთებთ თბილისსა და მის შემოგარენში, სხვა ქალაქებში — პროექტის მიხედვით. ჯერ ვნახულობთ ობიექტს, შემდეგ ვარჩევთ სისტემას და ვთვლით აღჭურვილობისა და მონტაჟის ღირებულებას. მოგვწერეთ ჩატში ობიექტის ტიპი, ფართობი და მისამართი.
სახანძრო სიგნალიზაციის მონტაჟი — სპეციალისტის გამოძახება 75 ლარი, ჩაგეთვლებათ ანგარიშში.
ხშირად დასმული კითხვები
რა ჯარიმაა სახანძრო სიგნალიზაციის მოთხოვნების დარღვევაზე?
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177-ე მუხლით 1 000-დან 5 000 ლარამდე, განმეორებით — 2 000-დან 7 000 ლარამდე. თუ კომპანიას რამდენიმე ობიექტი აქვს, ჯარიმა თითოეულ ობიექტზე ცალკე ინიშნება.
უსადენო სისტემას ჩაიბარებს სახანძრო ინსპექცია?
ჩვენს პრაქტიკაში Ajax-ზე აწყობილმა სისტემებმა ინსპექცია გაიარა, მათ შორის იარაღის საწყობსა და სასროლეთში. საბოლოო გადაწყვეტილება კონკრეტულ ობიექტზე ინსპექციას ეკუთვნის, ამიტომ სისტემას ობიექტის ტიპისა და პროექტის მიხედვით ვარჩევთ.
რა განსხვავებაა Ajax EN54-სა და ჩვეულებრივ Ajax FireProtect-ს შორის?
Ajax EN54 ცალკე სახანძრო ხაზია თავისი ცენტრალით (Fire Hub) და EN 54 სერტიფიკატით; ის კომერციული ობიექტებისთვისაა. FireProtect მუშაობს Ajax-ის ჩვეულებრივ ჰაბთან და ერთ სისტემაში აერთიანებს დაცვასა და სახანძრო დეტექტორებს.
აკეთებთ მონტაჟს?
დიახ, თბილისსა და მის შემოგარენში, სხვა ქალაქებში — პროექტის მიხედვით. მოგვწერეთ ჩატში ობიექტის ტიპი, ფართობი და მისამართი. ღირებულებას ობიექტის ნახვის შემდეგ ვთვლით.
რა ღირს სახანძრო სიგნალიზაცია?
ფასი დამოკიდებულია ფართობზე, ზონების რაოდენობასა და სისტემის ტიპზე. აღჭურვილობის ფასები ამ გვერდზეა, მონტაჟის ღირებულებას კი ობიექტის ნახვის შემდეგ გეტყვით.