ASB Trade › მონტაჟი და მომსახურება › სახანძრო სიგნალიზაციის მონტაჟი
სახანძრო სიგნალიზაციის მონტაჟი თბილისში ბიზნესისთვის
ვამონტაჟებთ სადენიან და უსადენო სახანძრო სიგნალიზაციას მაღაზიებში, ოფისებში, რესტორნებში, სასტუმროებსა და საწყობებში. ჩვენმა სისტემებმა სახანძრო ინსპექცია გაიარა.
ვისთვის
ობიექტებისთვის, რომლებსაც სახანძრო სიგნალიზაცია სავალდებულოდ სჭირდებათ, და მათთვის, ვისაც ხანძრისგან დაცვა უნდა. სახანძრო მოთხოვნების დარღვევაზე ჯარიმა 1 000-დან 5 000 ლარამდეა, ხოლო თუ ობიექტი რამდენიმეა, ჯარიმა თითოეულზე ცალკე ინიშნება.
რა აღჭურვილობას ვაყენებთ
უსადენო სისტემები: Ajax EN54 და Ajax FireProtect. სადენიანი სისტემები: Teletek, Dahua და Sanjiang, მისამართიანი და არამისამართიანი. მოქმედ ობიექტზე ხშირად ჯობს უსადენო ვარიანტი, დიდ შენობასა და მშენებლობაზე — სადენიანი.
ჩვენი გამოცდილება
ჩვენს პრაქტიკაში Ajax-ზე აწყობილმა სისტემებმა სახანძრო ინსპექცია გაიარა, როგორც EN54 ხაზმა, ისე ჩვეულებრივმა FireProtect დეტექტორებმა, მათ შორის იარაღის საწყობსა და სასროლეთში. საბოლოო გადაწყვეტილება კონკრეტულ ობიექტზე ინსპექციას ეკუთვნის.
რა შედის მომსახურებაში
პროექტი, მონტაჟი, აპლიკაციის დაყენება, თქვენი თანამშრომლების სწავლება, სამუშაოებზე გარანტია და შემდგომი მომსახურება. საჭიროების შემთხვევაში სისტემას დაცვის პულტზე ვაერთებთ. Ajax-ის აღჭურვილობაზე გარანტია 2 წელია.
როგორ მიმდინარეობს სამუშაო
მოგვწერეთ ჩატში ობიექტის ტიპი, ფართობი და მისამართი. სპეციალისტი ადგილზე გამოვა: გამოძახება 75 ლარი ღირს და ეს თანხა შემდეგ ანგარიშში ჩაგეთვლებათ. ნახვის შემდეგ ვამზადებთ პროექტსა და ხარჯთაღრიცხვას, შეთანხმების შემდეგ ვამონტაჟებთ, ვამოწმებთ სისტემას და გასწავლით მის გამოყენებას.
ვმუშაობთ თბილისსა და მის შემოგარენში, სხვა ქალაქებში — პროექტის მიხედვით.
სახანძრო სიგნალიზაცია ბიზნესისთვის: მოთხოვნები, ჯარიმები და სისტემის არჩევა
ხშირად დასმული კითხვები
ჩაიბარებს ინსპექცია უსადენო სისტემას?
ჩვენს პრაქტიკაში Ajax-ზე აწყობილმა სისტემებმა ინსპექცია გაიარა. საბოლოო გადაწყვეტილება კონკრეტულ ობიექტზე ინსპექციას ეკუთვნის, ამიტომ სისტემას ობიექტისა და პროექტის მიხედვით ვარჩევთ.
სავალდებულოა თუ არა სიგნალიზაცია ჩემს ობიექტზე?
ეს დამოკიდებულია შენობის კლასზე, დანიშნულებასა და ადამიანების რაოდენობაზე. ზოგადი ზღვრები ჩვენს გზამკვლევშია, კონკრეტულ პასუხს ნახვისას გეტყვით.
რა ღირს სპეციალისტის გამოძახება?
75 ლარი. ეს თანხა შემდეგ ანგარიშში ჩაგეთვლებათ.
სად მუშაობთ?
თბილისსა და მის შემოგარენში, სხვა ქალაქებში — პროექტის მიხედვით.