ASB Trade › სახანძრო უსაფრთხოება
სახანძრო უსაფრთხოება
სახანძრო სიგნალიზაცია მაღაზიისთვის, ოფისისთვის, სასტუმროსთვის, რესტორნისთვის, საწყობისა და საწარმოსთვის: სადენიანი სისტემები Teletek, Dahua და Sanjiang, უსადენო სისტემები Ajax FireProtect და Ajax EN54, ასევე სახანძრო კაბელი. აქ არის ცენტრალები, კვამლისა და სითბოს დეტექტორები, ხელის მაუწყებლები, სირენები და მოდულები.
- ხანძრის დეტექტორები (104)
- სახანძრო სიგნალიზაცია (76)
პატარა ობიექტზე ხშირად ჯობს უსადენო სისტემა: კაბელს არ ატარებთ და რემონტი არ გჭირდებათ. დიდ შენობაში, სადაც მრავალი ზონაა, ჩვეულებრივ ამატებენ მისამართიან სადენიან ცენტრალას. მონტაჟს ვაკეთებთ თბილისსა და მის შემოგარენში, სხვა ქალაქებში — პროექტის მიხედვით. ჯერ ვნახულობთ ობიექტს, შემდეგ ვარჩევთ სისტემას და ვთვლით ღირებულებას.
სახანძრო სიგნალიზაციის მონტაჟი თბილისში
სრული გზამკვლევი: მოთხოვნები, ჯარიმები და სისტემის არჩევა
ხშირად დასმული კითხვები
რა ჯარიმაა სახანძრო სიგნალიზაციის მოთხოვნების დარღვევაზე?
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177-ე მუხლით 1 000-დან 5 000 ლარამდე, განმეორებით — 2 000-დან 7 000 ლარამდე. თუ კომპანიას რამდენიმე ობიექტი აქვს, ჯარიმა თითოეულ ობიექტზე ცალკე ინიშნება.
უსადენო სისტემას ჩაიბარებს სახანძრო ინსპექცია?
ჩვენს პრაქტიკაში Ajax-ზე აწყობილმა სისტემებმა ინსპექცია გაიარა, მათ შორის იარაღის საწყობსა და სასროლეთში. საბოლოო გადაწყვეტილება კონკრეტულ ობიექტზე ინსპექციას ეკუთვნის, ამიტომ სისტემას ობიექტის ტიპისა და პროექტის მიხედვით ვარჩევთ.
რა განსხვავებაა Ajax EN54-სა და ჩვეულებრივ Ajax FireProtect-ს შორის?
Ajax EN54 ცალკე სახანძრო ხაზია თავისი ცენტრალით (Fire Hub) და EN 54 სერტიფიკატით; ის კომერციული ობიექტებისთვისაა. FireProtect მუშაობს Ajax-ის ჩვეულებრივ ჰაბთან და ერთ სისტემაში აერთიანებს დაცვასა და სახანძრო დეტექტორებს.
აკეთებთ მონტაჟს?
დიახ, თბილისსა და მის შემოგარენში, სხვა ქალაქებში — პროექტის მიხედვით. მოგვწერეთ ჩატში ობიექტის ტიპი, ფართობი და მისამართი. ღირებულებას ობიექტის ნახვის შემდეგ ვთვლით.
რა ღირს სახანძრო სიგნალიზაცია?
ფასი დამოკიდებულია ფართობზე, ზონების რაოდენობასა და სისტემის ტიპზე. აღჭურვილობის ფასები ამ გვერდზეა, მონტაჟის ღირებულებას კი ობიექტის ნახვის შემდეგ გეტყვით.